ამ დროისთვის კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” სამი ადამიანია გადაყვანილი. მათ შორისაა “მთავარი არხის” ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი, რომელსაც მარჯვენა ხელი დაუზიანდა. როგორც დაშავებული ყვება, ის აქციის დაშლის დროს წაიქცა.
სახის ძვლების მოტეხილობა აქვს აქციის დაშლისას დაშავებულ კიდევ ერთ პირს ზაზა ლიპარტიას, რომელსაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.
ექიმის თქმით, თვალის დაკარგვის საშიშროება ზაზა ლიპარტიას არ აქვს.
პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს
მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
პარლამენტთა აქცია სპეცრაზზმა დილის 6 საათზე წლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. სპეცრაზმი და წყლის ჭავლის ავტომობილები, დახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო დაკავებულია 28 ადამიანი.
ამ დროისათვის პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციელები არიან მობილიზებული. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთანა აქციის გაგრძელებას აანონსებენ, რათა დღეს დაგეგმილ პლენარული სესიის გამსრთვას ხელი შეუშალონ.