სულ ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი სალობიე “ბიადან” პოლიციამ გაიყვანა. მანამდე სალობიესთან აქციის მონაწილეები მივიდნენ და სალომე ზურაბიშვილის იქ ყოფნა გააპროტესტეს. სალობიესთან ისმოდა სტვენა და შეძახილები “მონა”.
პრეზიდენტმა სალობიე „ბია“ აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდენტი სალობიეში იყო, თბილისში აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლად დატოვებას და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემაზე გადასვლის ჩაგდებას.