პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სლოგანით – „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს აქციის ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ.
“ქართველი ხალხის და პოლიტიკური ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა დაასრულებს არალეგიტიმურ რეჟიმს”, – ამის შესახებ მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას განაცხადა.
როგორც ნიკა მაჭუტაძემ აღნიშნა, აქციის ორგანიზატორები სამოქმედო გეგმებზე დღეს განაცხადებენ.
პარლამენტთან საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით უკვე შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები.
აქციის მონაწილეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ და არჩევენების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.