LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Golden Tulip“-ის მენეჯმენტით საქართველოში 5 ახალი სასტუმრო გაიხსნება

152

 

„Golden Tulip“-ის მენეჯმენტით საქართველოში კიდევ 5 სასტუმრო გაიხსნება, მათ შორის, თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ბორჯომში, – ეს ინფორმაცია ცნობილი პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილისა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელის „Louvre Hotels Group“-ის რეგიონულ პრეზიდენტის ამინ მოუკარზელის შეხვედრისას გახდა, რომელიც ბორჯომში განახლებული სასტუმრო „ფირუზას“ პრეზენტაციისას შედგა.

„Golden Tulip“-ის ბრენდით მომდევნო სასტუმრო თელავში, ყოფილ „ინტურისტში“ გაიხსნება.

კომპანია „ვორლ დფაუნდი უნივერსალი“ ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს. თელავში 150 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლე იქნება.

შეხვედრის შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის „Golden Tulip“-ის“ ფუნქციონირების დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი განცხადებით, ინფორმაცია ბორჯომის სასტუმრო „ფირუზას“ შესახებ გავრცელდება საერთაშორისო სასტუმროების აღნიშნული ქსელის 5000-მდე სასტუმროში, ასევე „Golden Tulip“-ის“ ყველა მარკეტინგულ აქტივობაში მოხვდება საქართველო და ბორჯომი.

„ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს საერთაშორისო პრომოციისთვის და უცხოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

2016 წელს „ფირუზას“ მფლობელმა კომპანიამ „ვორლდ ფაუნდ უნივერსალმა” გააფორმა კონტრაქტი მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ სასტუმროების ქსელთან „Golden Tulip“.

„Golden Tulip“-ი შედის „ლუვრის სასტუმროების ჯგუფში“ (Louvre Hotels Group) და წარმოადგენს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები