„ელიტ ელექტრონისი“ ბრენდების საარჩევნო კამპანიას იწყებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დღეს ყველაზე აქტუალური თემა არჩევნებია, სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, თავისი კანდიდატები წარადგინოს და პირველად საქართველოში ტექნიკის ბრენდების არჩევნები ჩაატაროს.
მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე „ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიათა ქსელში ტექნიკის წამყვან ბრენდებს შორის არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას „ელიტ ელექტრონიქსის“ ისეთი ექსკლუზიური ბრენდები მიიღებენ, როგორებიცაა: ”ბოში”, ”გორენიე” და ”ჰიტაჩი”. თითოეული მათგანისთვის გაიწერა ინდივიდუალური საარჩევნო პროგრამა, სლოგანი და მომხმარებელს საშუალება აქვს, ყოველდღიურად, ყოველ 24 საათში ერთხელ ხმა მისცეს სასურველ ბრენდს.
როგორც ”ელიტ ელექტორნიქსში” აცხადებენ, ბრენდები გამარჯვების შემთხვევაში უამრავ აქციას გპირდებიან:
BOSCH
- ჩვენ ვზრუნავთ თქვენი სახლის ინტერიერზე
- ჩვენ ვქმნით გემოვნებიან გარემოს
- შეიგრძენით ხარისხიანი კომფორტი
- 3 დღიანი დიდი ფასდაკლების აქცია სრულ პროდუქციაზე
- ”ბოშის” შეძენის შემთხვევაში მიიღეთ ფასდაკლება ”სიმენსის” პროდუქციაზე
Gorenje
- ევროპული გამოცდილება!
- ნაბიჯი განვითარებისკენ!
- გაიმარტივე ცხოვრება!
Hitachi
- ”ჰიტაჩის” ბრენდის მაცივარზე, ტელევიზორზე და მტვერსასრუტზე 12 თვიან 0%-იან განვადებას, წინასწარი შენატანის და საკომისიოს გარეშე.
- ერთი დღით 22:00 საათამდე, იმოქმედებს 50%-მდე ფასდაკლება ჰიტაჩის მეგობარ ბრენდებზე.
- აქციის დღეებში ერთგულ მომხმარებელს, ”ელიტის” კაფეტერიაში გავუმასპინძლდებით უგემრიელესი ყავით.
ხმის მისაცემად საჭიროა მომხმარებელი შევიდეს „ელიტ ელექტრონიქსის“ ვებგვერდზე: http://ee.ge/archevnebi და ხმა მისცეს სასურველ ბრენდს, შედეგად გამარჯვებულ ბრენდზე გაიმართება განსაკუთრებული 3 -დღიანი აქცია 8-9-10 ოქტომბერს.