კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ავიაკატასტროფა მოხდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. „ბიბისის“ ცნობით შემთხვევა კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გომაში მოხდა.
მცირე ზომის თვითმფრინავი ადგილობრივ კომპანია Busy Bee-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავი კონგოს ქალაქ ბენისკენ მიფრინავდა, რა დროსაც ერთ-ერთ სახლს შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით ინციდენტს თვითმფრინავის თექვსმეტივე მგზავრი და 2 პილოტი ემსხვერპლა. დანარჩენი გარდაცვლილები კი, შეჯახების მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.