ავარია მოხდა გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი 13 წლის ბავშვია.
არასრულწლოვანი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ცნობილია, მოზარდის თბილისში გადაყვანაა საჭირო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.