LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე მამალაძე: შორენამ კატეგორიული უარი თქვა სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე

218
პატრიარქი-და-შორენა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილმა, დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთეან დაკავშირებით, სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა .

“კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების

პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ. ————————————–

გიორგობას გილოცავთ!”- წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის “ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა”.

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს.

პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: მომეცით უფლება, დავფიქრდე

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკითხი ძალიან სენსიტიურია