ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე, რომელიც პოპულარული ამერიკული სერიალის, Homeland-ის ბოლო სეზონში მონაწილეობს, კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში „თრედსტოუნში“ (Treadstone) გადაიღეს.
მერაბ ნინიძე Homeland-ის მეშვიდე სეზონში უკვე გადაიღეს
ინტერნეტში USA Network-ის მიერ სერიალის პირველი სეზონის მეშვიდე სერიის ანონსი ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, სერია მისი მონაწილეობით ეთერში მომავალ სამშაბათს გავა ეთერში.
სერიალში მოვლენები ჯეისონ ბორნის სამყაროში ვითარდება. სიუჟეტი CIA-ს ზესაიდუმლო პროექტის გარშემო ვითარდება, როდესაც სააგენტომ სუპერმებრძოლები შექმნა და მთელ დედამიწაზე “მძინარე” აგენტების სახით მიმოფანტა, ისინი “გამოღვიძების” სიგნალს ღებულობენ. ასეთი რამდენიმე აგენტი კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასრულებს დავალებას.
ცნობისთვის, მსახიობ მერაბ ნინიძის მონაწილეობით ამერიკულ ფილმს, Ironbark-ს კი მაყურებელი 2020 წელს იხილავს.