LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტნიორის ბედნიერება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაზღვრავს

136

უხასიათო ცოლი, ან ქმარი პარტნიორს არა მხოლოდ განწყობას უფუჭებს, არამედ, შესაძლოა, დააავადოს კიდეც იგი. მკვლევარებმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ პარტნიორის ბედნიერება მეორე ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

სპეციალისტები 2 ათასი წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ბედნიერების დონეს დააკვირდნენ. 50 წელზე მეტი ასაკის ქალებსა და მამაკაცებს ჰკითხეს, რამდენად კმაყოფილი არიან საკუთარი ცხოვრებით, აქვთ თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება და ვარჯიშობენ თუ არა.

მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პარტნიორის ბედნიერება მეორე ადამიანზეც მოქმედებს. მაგალითად, თუ ქმარი ან ცოლი ბედნიერა, მათ პარტნიორს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს,  უბედური ადამიანის პარტნიორები კი რამდენიმე ქრონიკული დაავადებით იტანჯებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები