კახაბერ ცისკარიძე ხანუმებთან ერთად კიევში კონცერტით გაემგზავრა, რომელსაც, როგორც თავად მუსიკოსი აღნიშნავს, უამრავი ადამიანი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ კახაბერის ამ პროექტს საზღვარგარეთ საკმაოდ აქტიური გამოხმაურება აქვს და ჯგუფი ხშირად დადის გასტროლებზე, რეპერტუარიც სხვადასხვა ახალი კომპოზიციით შეავსეს.
ახლახან კახაბერმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ხანუმებს სპორტული ჩაცმულობა ამშვენებთ. როგორც კახა წერს, მათი სამოსი ქრისტინე იმედაძის დიზაინითაა შექმნილი.
ქრისტინემ სპორტული სამოსის მცირე კოლექცია რამდენიმე თვის წინ შექმნა. როგორც ჩანს, კახაბერი მეგობრის ნამუშევრებით მოიხიბლა.