კომპანიამ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ახალი ქარხნის გახსნა. საწარმო გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან მდებარეობს და მას 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, საერთაშორისო სტანდარტების უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით დაკომპლექტებული ქარხნის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. ქარხანა აღჭურვილია უჟანგავი ფოლადის ცისტერნებითა და სამაცივრო მეურნეობით. ახალი წარმოებისთვის 7 -მილიონი ლარის ინვესტიცია ”საქართველოს ბანკისა” და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
“სპირტის სახდელი საწარმოს მშენებლობა და დანადგარებით სრულად დაფინანსებულია ”საქართველოს ბანკის” მიერ, ბანკმა ჯამში 2 მილიონი დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოყო. ”საქართველოს ბანკი” აქტიურად განაგრძობს ეკონომიკურად გამართლებული პროექტების დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბიზნესისთვის გაცემული ყოველი სესხით, ”საქართველოს ბანკი” ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, შესაძლებლობა აქვს გაფართოვდეს, შექმნას მეტი პროდუქტი და გაზარდოს სამუშაო ადგილები, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა” – განაცხადა ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, არჩილ გაჩეჩილაძე.
ცნობისვის, დღეისათვის, “კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში. “KTW ჯგუფის“ პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. 2008 წლიდან, კომპანია კონიაკის გაყიდვების კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.