”ნოტინგემ ფორესტის” ფანი მოედანზე შევარდა და შეეცადა არსენ ვენგერი ნამცხვარზე დაეპატიჟებინა.
სტიუარდების გამო ”არსენალის” მწვრთნელი მშიერი დარჩა.
ინციდენტი ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდის მატჩში მოხდა ”ნოტინგემსა” და ”არსენალს” შორის. გულშემატკივარი ტექნიკურ ზონაში ”მეთოფეების” გოლის შემდეგ შევარდა და შეეცადა ვენგერისთვის ნამცხვარი გადაეწოდებინა. ქომაგს გზა სტიუარდებმა გადაუღობეს.
ნამცხვარი შეუჭმელი დარჩა.