Nissan GT-R-ის დებიუტი ტოკიოს ავტოშოუზე, 2007 წლის მთავარი საავტომობილო სიახლე იყო. დახვეწილი სისტემები თუ დინამიკა, რომელიც ლამის Porsche 911 Turbo-ს დონის იყო და ეს ყველაფერი ჩვეულებრივი Carrera-ს ფასად.
სიახლის დებიუტმა ინტერნეტში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია და კამათი იმის შესახებ, გერმანული სპორტქარები ჯობია თუ იაპონური – დღემდე არ წყდება.
ამასობაში კი ექსპერტები ფიქრობენ, Nissan-ს იმდენი გამბედაობა რომ ქონდეს, კონცეპ-ქარი AD-1 სერიულ ავტომობილად გადააქციოსო, მაშინ Porsche-ს სერიოზული პრობლემები შეექმნებაო.