LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერორისტებისგან წმენდა პროფესიონალურად, ბიჭებო ბრავო – სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე

601
BeFunky-collage (2)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, სოსო გოგაშვილი თბილისში აქციების ძალადობრივად დაშლაზე სპეცრაზმს აქებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ქალაქის ტერორისტებისგან დასუფთავება მიმდინარეობს.

სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)

“ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს პროფესიონალურად, მსოფლიო დონის სტანდარტით: სამ ნაწილად გაყოფილი სპეცრაზმი ასუფთავებს პარლამენტის შენობას სამი მხრიდან, (9 აპრილი, ზუბალაშვილები, ჭიჭინაძე) ხოლო ბოლოს მოხდება მთავარი პროსპექტის გასუფთავება, ბიჭებო ბრავო”, — წერს გოგაშვილი.

რობოკოპებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა.ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმის ჯგუფმა, ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა. რუსთაველის გამზირზე გზა უკვე გახსნილია. თავისუფლების მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე სხედან. ამ წუთებში, აქციაზე მონაწილეები სიტყვით გამოდიან.

"მონებო" - რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი შეძახილებით გაიყვანეს

ალეკო ელისაშვილი პატრულის მანქანაში ჩასვეს.


სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს, რათა აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე არ გადაინაცვლონ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რომლებიც გზის სავალ ნაწილზე სხედან, გზის გათავისუფლება მოსთხოვა.

ვერასდროს დაადებენ ბოქლომს ინსტიტუტებს – ბიუროს სხდომა ოპოზიციის გარეშე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები