LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით”

94

როდესაც თავდაცვის სამინისტროში დავიწყეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზაცია, იქ ასეთი უმძიმესი სურათი და დანაშაულებრივი ქმედებები დაგვხდა“, – ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ”TV პირველის” ეთერში, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ინახებოდა თავდაცვის სამინისტროშიც, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში პროკურატურას გადაეგზავნა. ალასანიას განცხადებით, არც ერთი ეს საქმე გამოძიებული არ არის:

როდესაც თავდაცვის სამინისტროში დავიწყეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზაცია, იქ ასეთი უმძიმესი სურათი და დანაშაულებრივი ქმედებები დაგვხდა. სამხედრო პოლიცია სავსე იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. მაშინვე გადავუგზავნეთ პროკურატურას, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის დღემდე გამოძიებული. მე და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ველოდებოდით, რომ პასუხი მიგვეღო და გამოძიება მისულიყო ლოგიკურ დასკვნამდე, რათა გამოევლინათ, ვინ ავრცელებდა ამ საშინელ ჩანაწერებს.

ველოდით, კონკრეტულად დაესახელებინათ, რომელი პიროვნება, ქვედანაყოფი, თანამდებობის პირი იყო პასუხისმგებელი ასეთი გაუგონარი ჩანაწერების ჩაწერა-შენახვაზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ იმ ხელისუფლებას ეკუთვნის, გასაგებია, მაგრამ კონკრეტიკაა საჭირო, კონკრეტული ადამიანები თუ არ დაისაჯნენ, სხვა დროსაც გაბედავს რომელიმე პოლიტიკური ძალა იგივეს.

ეს იყო ის ნუსხა, რომელიც წარმომიდგინეს. პირადად მე არ მინახავს, არც მქონდა სურვილი და არც უფლება, რომ ეს კადრები მენახა. რამდენი დისკიც არსებობდა და ტექნიკური მახასიათებლები, მაშინვე შევაკვრევინე, გადავუგზავნე პროკურატურას და მოვთხოვე გამოძიება. ყოველ სამ თვეში ვკითხულობდი და ვახსენებდი, თუ როგორ მიდიოდა გამოძიება, მაგრამ პასუხი არ მიმიღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები