ხარკოვის აეროპორტი TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულებას ასახელებს, სადაც ჩვენი ქვეყანაც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო მესამე პოზიციაზე იმყოფება. ინფორმაციას ხარკოვის აეროპორტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
„საქართველოში მხოლოდ ხუთი სათხილამურო კურორტია. აქედან ყველაზე განვითარებული და ცნობილია გუდაური. ეს არის მაღალმთიანი კურორტი, რომელიც თბილისიდან ორ საათში მდებარეობს და მას აქვს შეუზღუდავი შესაძლებლობები მოთხილამურეებისთვის“, – წერს ხარკოვის აეროპორტი.
ცნობისთვის, აეროპორტის ადმინისტრაციამ TOP-5 სამთო-სათხილამურო მიმართულება იმ ავიამიმართულებებზე დაყრდნობით შეადგინა, სადაც ხარკოვს პირდაპირი ფრენები აქვს.
მაშ ასე, ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტის მიერ შედგენილი საუკეთესო სამთო-სათხილამურო მიმართულებების ხუთეული ასეთია: ავსტრია, იტალია, საქართველო, პოლინეთი და თურქეთი.