LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები გერმანული მოდელით – მოძრაობა სირცხვილიას მოთხოვნები ცნობილია

359
სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილიას ახალი მოთხოვნები აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. აქტივისტები მთავრობის გადადგომას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ. არჩევნების ჩატარება კი გერმანული მოდელის მიხედვით სურთ. აქციის ორგანიზატორები ასევე აღნიშნავენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან.

 

“პროტესტის მოთხოვნები:

1. ვადამდელი პროპორციული არჩევნები (გერმანული მოდელი, სულ 76 ხმა და 3 კვირა სჭირდება კანონის მიღებას)

2. არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის მიერ. (ანუ გადადგეს არსებული მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით)

3. არ ვიშლებით მოთხოვნების შესრულებამდე. ვამაგრებთ რუსთაველს, ვპიკეტირებთ სახელმწიფო შენობებს, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ.

ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდებთ შემოუერთდეს ამ მოთხოვნებს.

მოძრაობა #სირცხვილია!

ერთად ერთის წინააღმდეგ ქვეყნის სამსახურში!”

https://www.facebook.com/TeamForFreedom/posts/425675978037598?__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები