LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Motorola-მ ნოსტალგიური მოდელი გააცოცხლა – ბაზარზე Motorola RAZR გამოჩნდა (ფოტოები)

1121
Motorola-Razr-Smartphone

Motorola-მ ნოსტალგიური მოდელი გააცოცხლა. ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეფონი, Motorola-ს  დასაკეცი მოდელი სახელწოდებით  – Razr განახლებული მონაცემებით გამოვიდოდა და ეს დღეც დადგა.

განახლებული Motorola RAZR-ის ოფიციალური პრეზენტაცია 13 ნოემბერს შედგა. აღსანიშნავია, რომ ახალი Motorola RAZR ვიზუალურად საოცრად ჰგავს 2004 წელს გამოშვებულ თავდაპირველ მობილურ ტელეფონს, თუმცა,  ის მთლიანად ტრანსფორმირდა და ახალი თაობის სმარტფონად იქცა.

მოწყობილობას კორპუსზე ერთი მცირე ზომის ეკრანი აქვს, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – მომხმარებელი მის შიდა ნაწილში  კიდევ ერთ ძირითად სენსორულ ეკრანს აღმოაჩენს, რომლის ორი ნაწილი გადაკეცვისას ერთიანდება.

სმარტფონების ექსპერტების აზრი Motorola RAZR-თან დაკავშირებით 2 ნაწილად იყოფა. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის სმარტფონი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, აღაფრთოვანოს ბაზარი, ნაწილი კი სკეპტიკურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ Motorola RAZR სმარტფონების გლობალურ ბაზარზე დიდს ვერაფერს შეცვლის და მისი გაყიდვები არ იქნება რეკორდული.

ჯერჯერობით, რთულია იმის თქმა, შეცვლის თუ არა ეს დასაკეცი მოწყობილობა Motorola- ს ბედი, რადგან აღნიშნული ბრენდის წილი სმარტფონების ბაზარზე უკიდურესად მცირეა.

რაც შეეხება გაყიდვებს, Motorola RAZR-ის რეალიზაცია თავდაპირველად აშშ-ში დაიწყება და ეს 26 დეკემბერს მოხდება. შემდეგ კი ახალი სმარტფონი სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.  Motorola Razr 1 500 დოლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები