რუსული “ვოისის” ახალი სეზონი მიმდინარეობს და როგორც ყოველ ჯერზე, ახლაც გამოიძებნა ადგილი ქართველი კონკურსანტებისთვის.
ჟიურის წინაშე წარდგა 17 წლის მოსკოველი ქართველი, ვერიკო ტუხაშვილი, რომელმაც საკუთარი რბილი ტემბრით დიმა ბილანი მოხიბლა და შემოატრიალა. სწორედ ის გახდა ვერიკოს მწვრთნელი რუსულ მუსიკალურ კონკურსში. ლეონიდ აგუტინმა კი სინანული გამოთქვა, სიმღერა ისე სწრაფად დასრულდა, რომ ღილაკის დაჭერა ვერ მოვასწარიო.
ასეა თუ ისე, ქართველი ლამაზმანი შემდეგ ტურში გადავიდა…