LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხრილი VAR-ის გარეშე გვარდიოლას მოეწონებოდა – მეორე სიტია და არა ლესტერი

129
2652709-54876490-2560-1440

ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება ქონდათ ენახათ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი, ოღონდ VAR-ის დახმარებით მიღებული გადაწყვეტილებების გარეშე.

ასეთ კვლევას ხელი ESPN და ლონდონის ეკონომიკის სკოლამ მოკიდეს. მკვლევარებმა შეადგინეს ანტი-VAR სისტემა, მაგრამ არა უბრალოდ მოაშორეს/მიამატეს გოლები და გადათვალეს შედეგები, არამედ შეიმუშავეს სპეციალური ალგორითმი, რომელიც რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებს.

„ლივერპული“ მაინც პირველ ადგილზე იქნებოდა და თან ამდენივე ქულით, აი მეორე ადგილზე კი „მანჩესტერ სიტი“ აღმოჩნდება („სიტი“ ნამდვილ ) და არა „ლესტერი“. ბრენდან როჯერსის გუნდი მეოთხეზე გადაინაცვლებდა.

აი ცხრილი VAR-ის გარეშე.

12 ტურში VAR-ის გამოყენებისას მსაჯებმა 29 გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე მეტი – სამი – „ლესტერისა“ და „კრისტალ პალასის“ სასარგებლოდ. ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ „ჩელსი“ დაზარალდა. ერთადერთი, ვიზეც ვიდეოგამეორებაას ჯერ არ უმოქმედია, „ნიუკასლია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები