LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია

107

კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად  აღდგენილია. ამის შესახებ “ფორტუნას” ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს.

უამინდობის გამო ელექტრომომარაგებაში პრობლემები შეექმნა  ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს. რამდენიმე საათის განმავლობაში  ელექტროენერეგია  არ მიეწოდებოდა  რეგიონის  5 ათასამდე აბონენტს. უამინდობამ დაზიანა 10-კილოვოლტიანი ელექტრო გადამცემი ხაზები.

„კახეთის ენერგო დისტრიბუცია“ რეგიონში სულ  130 ათას აბონენტს ემსახურება.