მიუხედავად იმისა რომ ვისკი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური სასმელი, გაციების წამალი არ არის, მას გაციებული ადამიანისათვის გარკვეული დახმარების გაწევა მაინც შეუძლია.
წარსულში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის სასმელი, კლასიკური ირლანდიური „ცხელი ტოდი“ ნამდვილად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას და განწყობას.
ეს ცხელი კოქტეილი ვისკის, ლიმონის წვენის, თაფლისა და ცხელი წყლის ნაზავია, რომელსაც სურვილისამებრ უმატებენ მცენარეებს (მაგ: ჩაის) და სანელებლებს, ძირითადად დარიჩინს. „ცხელი ტოდი“ საკმაოდ დიდ დახმარებას გაგიწევთ გაციებისას, თუმცა მისი მიღებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა.
„ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს და ლორწოვან გარსს ინფექციებთან ბრძოლას უადვილებს, ამიტომაც ერთი ჭიქა ცხელი ვისკის კოქტეილი ნამდვილად უკეთ გაგრძნობინებთ თავს“ – განუცხადა ABC News-ს მკვლევართა ჯგუფის წევრმა, ექიმმა უილიამ შეფნერმა.
ზომიერების დაცვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია, რადგან ალკოჰოლის დიდი ოდენობით მოხმარება სხეულის დეჰიდრატაციას იწვევს. გაციებისას კი, როგორც იცით, ბევრი სითხის მიღებაა რეკომენდირებული.