ლას-ვეგასში ახლა ძალიან ცხელა. კაზინოების ქალაქი პლანეტის მთავარ ტუნინგ შოუს მასპინძლობს. Specialty Equipment Market Association-ს ავტომოყვარულები Sema-ს სახელით უფრო იცნობენ.
ავტოშოუს ფარგლებში ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სახელოსნოები ერთმანეთს საკულტო მასლ-ქარებისა თუ თანამედროვე პიკაპების გადაკეთებაში ეჯიბრებიან.
ავტოჟურნალისტებმა ყველაზე გამორჩეული მოდელები შეკრიბეს და საინტერესო ფოტორეპორტაჟი გააკეთეს. განსაკუთრებული ფერი, ფორმა და ფუნქციონალურობა – ნახეთ ავტომობილები, რომლებსაც ქუჩაში ნაკლებად შეხვდებით.