LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, პირველი ელექტრონული თვითმფრინავი

72
flysw232323

Nasa-მ პირველი ელექტრონული თვითმფრინავი გამოაჩინა. უჩვეულო პროექტზე, რომელსაც „მაქსველი“ ეწოდა, კოსმოსური სააგენტო ჯერ კიდევ 2015 წლიდან მუშაობდა. წარმოდგენილი ვერსია ჯერ მხოლოდ საპილოტეა და პირველი სატესტო ფრენა მომავალ წელს შედგება.

ხომალდი ამჟამად ძალიან მასიურია და როგორც სააგენტოში აცხადებენ, საბოლოო ვერსია ბევრად უფრო მსუბუქი იქნება. მისი ფრთების მოცულობაც შეიცვლება და შედარებით ვიწრო გახდება. ელექტრონულ თვითმფრინავს 14 ელექტრონული აგრეგატი აქვს და გადაადგილება ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოკლე დისტანციაზე შეუძლია.

Nasa-ში ვარაუდობენ, რომ ლაინერი მფრინავი ტაქსის ფუნქციით გამოიყენონ. მომავალში კი აგრეგატის გაუმჯობესებით მისი ფუნქციონალურობაც გაიზრდება.

აღსანიშნავი, რომ ხომალდის პრეზენტაციაზე წარადგინეს სიმულატორიც, რომელიც პილოტსა და მგზავრებს ფრენის გამოცდის საშუალებას მისცემს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები