LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა ონლაინ – საქართველოში მკურნალობის ინოვაციური მეთოდი ინერგება

163

საქართველოში პაციენტებს ონლაინ-კლინიკა მოემსახურება. ინოვაციური პროექტი  სრულ სამედიცინო პაკეტს მოიცავს.

როგორც ”ფორტუნას”   იდეის ავტორმა და კლინიკის დამფუძნებელმა, არჩილ შველიძემ განუცხადა, კლინიკა ფუნქციონირებას დაახლოებით ორ თვეში დაიწყებს.

”ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, ჩვენი მომხმარებელი ამომწურავ ინფორმაციას ონლაინ-რეჟიმში მიიღებს.  კლინიკაში დასაქმდებიან აბსოლუტურად ყველა პროფილის ექიმები, რომლებიც კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ პაციენტებს. ამასთან, მათ ვისაც დროის პრობლემა აქვს და ექიმთან მისვლას ვერ ახერხებს, მიღებაზე სასურველ კლინიკაში, სასურველ დროს ჩაწერენ”, – განმარტა შველიძემ.

მისივე ინფორმაციით, ექიმების გარდა, ონლაინ კლინიკაში ოპერატორებიც დასაქმდებიან, რომლებიც ჩივილების მიხედვით, პაციენტებს შესაბამის სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაციაზე გადაამისამართებენ. გარდა ამისა, არჩილ შველიძე უცხოელი ტურისტებისთვის თარჯიმნის აყვანასაც გეგმავს.

”ვაპირებ დავასაქმო უცხო ენების სპეციალისტიც, რომელიც  ტურისტებს ნესბიმერი სამედიცინო კითხვის შემთხვევაში დაეხმარება. ჩვენი  მომსახურება განსაკუთრებით დიდი შვება იქნება ქართველი ემიგრანტებისთვის, რომელთა  ნაწილი უცხოეთში იძულებულია   თვითმკურნალობას მიმართოს. ისინი ამიერიდან ონლაინ-რეჟიმში ექიმებთან კონსულტაციის გავლასა და დანიშნულების მიღებას შეძლებენ ”, – აღნიშნა კლინიკის დამფუძნებელმა.

არჩილ შველიძის თქმით, გარდა სატელეფონო და ონლაინ მომსახურებისა, კლინიკა დისტანციურ მკურნალობასაც შეძლებს. ”მოლაპარაკებებს ვაწარმოებ უცხოურ კომპანიასთან, რომელისგანაც შევიძენ საჭირო აპარატურას იმისთვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ონლაინ ვაკონტროლოთ. მაგალითად, თუ ჩვენი კლიენტი სახლში გაიზომას წნევას, სიცხეს ან დიაბეტს,  მიღებულ შედეგებს ჩვენი კლინიკის ექიმები ონალინ, სერვერზე დაინახავენ”, – განაცხადა შველიძემ.

მისივე ინფორმაციით, კლინიკის მომსახურების სრული პაკეტი თვიურად 15-20 ლარი ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები