LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ფრანგული ბრენდის, BRICORAMA-ს სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნება

558

თბილისში  41-წლიანი გამოცდილების მქონე ფრანგული ბრენდის, BRICORAMA- ს, სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მარშალ-გელოვანის  გამზირზე მდებარე პირველი  ე.წ  ”სითი  ფორმატის”  სარემონტო  ჰიპერმარკეტი, სადაც   30 000-ზე  მეტი  დასახელების პროდუქტია  წარმოდგენილი,  7 000 კვადრატულ  მეტრ  ფართობზე განთავსდა.

მათივე ცნობით, BRICORAMA  არის  “აკეთე  შენით”  ე.წ. DIY (do-it-yourself)  კონცეფციის,  რაც  განსაკუთრებულად  უმარტივებს  მომხმარებელს  აშენების,  რემონტის,  სახლისა  და  ეზოს  მოწყობის პროცესს.

“BRICORAMA  ევროპულ  სტანდარტს  ამკვიდრებს,  როგორც  პროდუქციის  ხარისხის,  ისე მომსახურების  კუთხითაც.  მისთვის  პრიორიტეტულია  მომხმარებლისთვის  კომფორტული  და  გამარტივებული  გარემოს  შექმნა”, – განაცხადეს კომპანიაში და აღნიშნეს, რომ  BRICORAMA-ს  შემოსვლით  ევროსტანდარტის  პროდუქცია  გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის. ამასთან,  ყველა  საფასო კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი.

ცნობისთვის, ფრანგული ბრენდის პირველი მაღაზია თბილისში 15 სექტემბერს გაიხსნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები