Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კრისტიანო რონალდომ თავის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი დაასახელა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიანო რონალდომ თავის კარიერაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი დაასახელა

86
ruea39c0b2fdc

11 ოქტომბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, პორტუგალია – ლუქსემბურგის დაწყების წინ სტადიონზე მისულმა მაყურებელმა გულისამაჩუყებელი სანახაობა იხილა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ საშუალო სიმაღლის, შუა ხნის მამაკაცს ჩარჩოში ჩასმული და ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა და მასთან ფოტოებიც გადაიღო. ცოტამ თუ იცოდა, რომ ეს ადამიანი პორტუგალიელი სკაუტი აურელიუ პერეირა იყო, რომელმაც სხვა არაერთ ვარსკვლავთან ერთად, კრისტიანო რონალდოც აღმოაჩინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რონალდომ პერეირას შესახებ მედიასთან ისაუბრა და მას თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი უწოდა, რადგან რომ არა ლისაბონელი სკაუტი, შესაძლოა მისი კარიერა ასე არც განვითარებულიყო. „აურელიუ ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. მან პირველმა ირწმუნა ჩემი და ამიტომ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება.“- განაცხადა მან.

სწორედ  აურელიუ პერეირამ დაარწმუნა „სპორტინგის“ ფინანსური დეპარტამენტი და ხელმძღვანელობა, 12 წლის ბიჭის სანაცვლოდ „ნასიონალისათვის“ იმ დროს წარმოუდგენლად დიდი თანხა გადაეხადათ, რომელიც დღევანდელი კურსით დაახლოებით 22000 ევროს აჭარბებდა. მადეირადან ლისაბონში ჩასულ რონალდოს კი საკუთარი მანქანით ატარებდა აკადემიაში და როგორც თავად კრისტიანომ აღნიშნა, ყველაზე მეტად ეხმარებოდა დედაქალაქთან ადაპტაციაში.

რონალდო გამორჩეულია პერეირასთვისაც, რომელმაც მას თავისი ცხოვრების უდიდესი აღმოჩენა უწოდა და დასძინა, რომ რონალდო ფეხბურთში ისეთივე უნიკალურია, როგორც მოცარტი მუსიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები