10-14 სექტემბერს ბათუმი, Check in Gerogia-ს ფარგლებში, ფოტოფესტივალ “ოდესა/ბათუმი ფოტოდღეებს” უმასპინძლებს. ფოტოხელოვნების მოყვარულთ საშუალება ეძლევათ გამოფენებს, ფოტოჩვენებებს და პრეზენტაციებს დაესწრონ. ფესტივალს კორეადან, პალესტინიდან და პოლონეთიდან ცნობილი ფოტოგრაფები ესტუმრებიან და მსურველებს მასტერკლასებს ჩაუტარებენ. ცნობილი ირანელი ფოტოგრაფი, ალი აკბარ სირჯიანი, ირანული ფოტოგრაფიის ღამის ჩვენებებსა და ლექციებს გამართავს.
ფესტივალის ფარგლებში ვიხილავთ ქართველი ფოტოგრაფის, შალვა ალხანიძის, მე-19-20 საუკუნის სოჯახო არქივს – “მოგონებები შუშაში”.
7 სექტემბერს, კულტურის სამინისტროში ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, თანაორგანიზატორი მარიამ ბულაური და ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი დაესწრნენ.
“ოდესა/ბათუმი ფოტოდღეებს” საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. აპრილში მას ოდესა, ხოლო სექტემბერში ბათუმი მასპინძლობს.