განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა სოციალურ ქსელში განათლების მინისტრის პოსტიდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას განათლების სფეროს მიმართ ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება აქვს.
გთავაზობთ მის პოსტს:
„ფაქტობრივად, დღე-დღეზე იწყება მსოფლო ბანკის 90 მილიონევროიანი კრედიტის ათვისების პროექტის განხორციელება. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი, რომელიც ამ პროექტს გეგმავდა, დარჩეს მის განმახორციელებლად. არ შეიძლება, რომ ერთი იღებდეს პასუხისმგებლობას ამხელა საქმეზე და მეორე ახორციელებდეს მას. საბოლოო ჯამში, ასეთი პროცესების დროს ვიღებთ გადაბრალების პოლიტიკას, რაც საქმეს აზარალებს. მაგარი შეურაცხმყოფელია ყველა ხელისუფლების მხრიდან ასეთი ზერელე, არათანმიმდევრული და აგდებული დამოკიდებულება განათლების მიმართ.
დროა, ვიფიქროთ იმაზე, რომ ქვეყანაში შეიქმნას ინსტიტუცია, რომელიც იქნება განათლების რეფორმის მდგრადობისა და განვითარების გარანტი. ასეთი შეიძლება იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, განათლების წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევლენ საზოგადოების წარმომადგენლები და განათლების სპეციალისტები და რომლის ფუნქციაც იქნება პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და პროგრესის შეფასება. წესით, სახელმწიფო სისტემური პოლიტიკის დონეზე ამას პარლამენტი უნდა აკეთებდეს, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი მოწვევის პარლამენტს შესაბამისი რესურსი არ აღმოაჩნდა!
მიშა ბატიაშვილს ვულოცავ, რომ არ მოუწევს უმძიმეს საარჩევნო წელს მინისტრობა და ვუსურვვებ წარმატებას, ხოლო მომავალ მინისტრს ვუსურვებ დღეგრძელობას“.