LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშუალო ხელფასი 2600 დოლარიდან – ავიაკომპანია Emirates საქართველოში თანამშრომლებს ეძებს

26402
19081-ScreenR-1200x628

თუ თქვენი მინიმალური სიმაღლე 160 სანტიმეტრია, ფეხის წვერებზე დგომისას ხელებაწეული კი სულ მცირე 212 სმ ხართ – მაშინ ეს თქვენი შანსია… არაბული ავიაკომპანია Emirates საქართველოში კადრებს ეძებს და მზად არის, ისინი ბორტგამცილებლებად დაასაქმოს.

ამ მიზნით, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ავიაკომპანია თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში” დასაქმების ღია კარის დღეს გამართავს. იმისთვის, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღოთ, ავიაკომპანიის ვებგვერდზე სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსოთ.

რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, სიმაღლის გარდა, დასაქმების მსურველები უნდა იყვნენ პოზიტიურები, თავდაჯერებულები, მეგობრულები… მათი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21 წელია. აუცილებელია სკოლის ატესტატის ქონა და ინგლისურის ენის სრულყოფილი ცოდნაც…

აღსანიშნავია, რომ Emirates-ის ბორტგამცილებლების ანაზღაურება საშუალოდ 2600 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები