LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს – რას წერდა 23 წლის ბიჭი ტრაგედიამდე სულ ცოტა ხნით ადრე

300
f8118be4bf96c2b1fd791a95b5827e9f-XL

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი  გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ,,ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახის წევრები დილიდან ეძებდნენ. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, მამაკაცმა სოციალურ ქსელში პოსტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა:

“აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით…“ – წერია 23 წლის ახალგაზრდის  მიერ გავრცელებულ ,,ფეისბუქ” პოსტში.

თუმცა, ,,ფორტუნასთან” ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი გარდაცვლილის აზარტულ თამაშებთან დამოკიდებულებას გამორიცხავს და მომხდარს დეპრესიას უკავშირებს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია. ტრაგედიის მიზეზებს, გამოძიება დაადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები