,,სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ შავ დროში და მოსალოდნელი პროტესტი მხოლოდ ადასტურებს, რაოდენ სასიცოცხლოა, წინ აღვუდგეთ ბნელ ძალებს ყველანაირად, როგორც შეგვიძლია,”- ასე ეხმაურება ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით დაგეგმილ საპროტესტო აქციებს.
შევალთ საოპერატოროში, ვთიშავთ ფილმს — ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას გეგმავს
დავიცვათ შვილები და აღვასრულოთ კანონი – ფალავანდიშვილი ამბობს, რომ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს არ შეუშვებს
აიკრძალოს ლიბერალიზმი, არავითარი ევროპისკენ სწრაფვა, რა ჯანდაბაა ეს – ლევან ვასაძე (ვიდეო)
რეჟისორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია წინ აღვუდგეთ ბნელ ძალებს.
,,ძალიან ბევრმა მკითხა, თუ რა ხდება საქართველოში ფილმის ჩვენებაზე.
ზოგიერთმა ულტრამემარჯვენე ჯგუფმა და ეკლესიამ დაგმო ფილმი და აპირებენ, ხელი შეუშალონ მაყურებლებს, რომ კინოჩვენებაზე შევიდნენ. ეს არის აბსურდი, როცა ადამიანებს, რიმლებმაც ბილეთები იყიდეს, სჭირდებათ სიმამაცის გამოჩენა იმისთვის, რომ შეაწუხებენ ან მათზე იერიშს მიიტანენ მხოლოდ ფილმის ყურების გამო.
ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსთვის და ჩემი მემკვიდრეობისთვის. ამ ფილმით მინდოდა ქართული კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა, რომელშიც შედის ყველა და არა მხოლოდ ზოგი,
მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ შავ დროში და მოსალოდნელი პროტესტი მხოლოდ ადასტურებს, რაოდენ სასიცოცხლოა წინ აღვუდგეთ ბნელ ძალებს ყველანაირად, როგორც შეგვიძლია! ისევ და ისევ…”,
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერისთვის ემზადება - თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია
ჯაღმაიძე “და ჩვენ ვიცეკვეთ-ზე“: ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. საქართველოში პროდიუსერებმა ფილმის წინასაოსკარე კამპანიისთვის საკმაოდ მწირი თანხის შეგროვება შეძლეს.
ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია ქართული პრემიერის წინ ,,ფორტუნასთან” აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ორჯერ მიმართა დასახმარებლად, როცა შემოქმედებით ჯგუფს საერთაშორისო ფესტივალებზე გასამგზავრებელი თანხა სჭირდებოდა, თუმცა მათ ორივე შემთხვევაში უარი უთხრეს.
“ეს არის ლგბტ პრაიდის პროვოკაცია” – სანდრო ბრეგაძე ქართულ-შვედური ფილმის კინოთეატრებში გაშვებას გააპროტესტებს