LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრაჰიმოვიჩი მწვრთნელობისთვის მზადებას იწყებს

45

„მანჩესტერის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სამწვრთნელო კურსებს დაესწრება.
ჟოზე მოურინიოს ფრთებქვეშ ყველაზე ეპიკური მწვრთნელი იბარტყება.

იბრა კურსებზე 2017 წლიდან ივლის და სწავლა-განათლებას მომდევნო ზაფხულს დაასრულებს. ამჟამად კი გამორჩეული ფეხბურთელი აქტიურად აკვირდება კლუბში მოურინიოს მუშაობას.

The Sun-ის ინფორმაციით, შვედი კიდევ 2-3 წელი აპირებს თამაშს, შემდეგ კი მწვრთნელობას შეუდგება. იბრა იმისთვისაც მზადაა, რომ თავიდანვე არ მიიღებს მთავარი მწვრთნელის პოსტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები