ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს 22 სანატორიუმისა და 9 აბანოს შესყიდვის დაანონსების შემდეგ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა ხელისუფლებას ძველი შეუსრულებელი დაპირებები გაუხსენეს.
მათ შორის, ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელში მხიარული ვიდეო გამოაქვეყნა და კახა კალაძეს მის წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა. ვიდეოს ავტორი შალვა კარელიძე “ლაგუნა ვერეზეა” მისული, სადაც უკვე 5 წელია აუზი აღარ ფუნქციონირებს.
ვიდეოში ჩანს წინა მერის, დავით ნარმანიას პოსტერიც, რომელსაც კლიპის ავტორი “ნარდს ეთამაშება”.