LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა ვიტყვი, რომ ნინო სამყურაშვილი ბავშვებს ჭამს…” – სოფო კილაძე ჟურნალისტს

519
კილაძე 2

უმრავლესობის დეპუტატი ჟურნალისტის კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მეუფე იაკობის განცხადებებზე, კითხვითვე პასუხობს:

ახლა მე ვიტყვი, რომ ნინო სამყურაშვილი ჭამს ბავშვებს და დაუყოვნებლივ ვთხოვ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ნინო სამყურაშვილის წინააღდეგ… ეს ახლა სერიოზული იქნება? ზუსტად ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებია”, — პასუხობს “მთავარი არხის” ჟურნალისტს ოცნების დეპუტატი.

ის ამბობს, რომ

თუ პროკურატურა ყველა “აბსურდულ განცხადებაზე” დაიწყებს გამოძებას, უწყების პარალიზება მოხდება.

ეპისკოპოსი იაკობი: კვირიკაშვილის დროს დამიძახეს, გახარია, გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ (ვიდეო)

,,პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა..."

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი და სუს-ის ასევე ყოფილი უფროსი პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ.

მოგვიანებით, საპატრიარქოში განაცხადეს, რომ იაკობმა საქციელი მოინანია, ამიტომ სინოდმა მას ტიტული შეუნარჩუნა და გაფრთხილება მისცა.

რაც შეეხება იაკობის მიერ დასახელებულ პირებს, პრემიერ-მინისტრმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ეს სწორედ “ის მეუფეა, რომელიც ამბობდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები