LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2-ის” საქმის ერთ-ერთ მოსამართლეს დღეს პარლამენტში ელოდებიან – რა კითხვები აქვთ დეპუტატებს ლაშა ქოჩიაშვილთან

299
lasha

მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი და კითხვები რუსთავი 2-ის საქმეზე – ლაშა ქოჩიაშვილი ის მოსამართლეა, რომელიც კომერციულ დავებს იხილავს. მის სახელს უკავშირდება რუსთავი 2-ისა და მაესტროს საქმეები, ასევე კერძო დავა პატარკაციშვილის ოჯახის წევრებსა და ჯოზეფ ქეის შორის.

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მათ კითხვები სწორედ რუსთავი 2-ის საქმეზე ექნებათ, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მხოლოდ ფორმალობაა. 

„რუსთავი 2პ-ის საქმე ყველაზე ნათლად აჩვენებს, რაოდენ კოორდინირებულად და ორკესტრირებულად მოქმედებდა სახელმწიფოს ყველა შტო, მათ შორის სასამართლო“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე  კი ამბობს, გამჭვირვალე პროცედურები მოსამართლეობის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის გამოაშკარავების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება უმრავლესობას, დავით მათიკაშვილის თქმით, ისინი  საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატებთან მიმართებით მწვავე კითხვებზე პასუხების მოსმენის შემდეგ მიიღებენ.

დიპლომის სკანდალი გრძელდება: თადუმაძე კურსელებს და ლექტორებს არ ასახელებს [ვიდეო]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები