Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ფოტორეპორტაჟი ვენეციის 73-ე კინოფესტივალიდან – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტორეპორტაჟი ვენეციის 73-ე კინოფესტივალიდან

361

ორი დღის წინ, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ევროპის უძველესი კინოჩვენების – ვენეციის 73-ე კინოფესტივალის გახსნა გაიმართა.   

წითელ ხალიჩაზე ფოტოკამერების წინ მსახიობები ემა სტოუნი, ელა პერნელი, ანა საფრონჩიკი და ჯემა არტერტონი, მოდელები ბარბარა პალვინი და ბიანკა ბალტი პოზირებდნენ.

ჟიურის შემადგენლობაში მომღერალი ლორი ანდერსონი, მსახიობები ჯემა არტენტონი, ნინა ჰოსი, ჩჟაო ვაი და კიარა მასტროიანი, რეჟისორები ჯოშუა ოპენჰაიმერი და ლორენცო ვიგასი არიან, მისი ხელმძღვანელობა კი, რეჟისორმა სემ მენდესმა ითავა.

რამდენიმე დღის წინ იატალიაში მომხდარი საზარელი მიწისძრვის შემდეგ, ფესტივალის ორგანიზატორებმა უარი თქვეს ტრადიციულ გალა-ვახშმზე და კოქტეილ-წვეულებაზე, რომელიც ფესტივალის გახსნის დღეს იმართებოდა პლაჟზე.   

ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ფილმის ”La La Land” პრემიერა შედგა. დემიენ შაზელის მიუზიკლის მოქმედება ლოს-ანჯელესში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა მსახიობს (ემა სტოუნს) ჯაზ-მუსიკოსი (რაიან გოსლინგი) უყვარდება.

ფესტივალის მუზა და გახსნიის ცერემონიის წამყვანი 50-წლის იტალიელი მსახიობი სონია ბერგამასკო გახდა, რომელიც მარკო ჯორდანას ფილმით ”Sanguepazzo” გაითქვა სახელი.

საკონკურსო პროგრამა 20 ფილმით იქნება წარმოდგენილი, რომელთა შორის ფრანსუა ოზონის ეკრანიზაცია ”Franz”, ემირ კუსტურიცას სასიყვარულო დრამა ” On the Milky Road”, დიზაინერ ტომ ფორდის ახალი ნამუშევარი ”Nocturnal Animals”, ვიმ ვენდერსის სამწუთიანი ფილმი ”Beautiful Days of Aranjuez” და ტერენს მალიკის დოკუმენტური ფილმი ”Voyage of Time” მოხვდნენ. კონკურსგარეშე კი, მაყურებელი კიმ კი დუკის ფილმს ”Geumul”, მელ გიბსონის სარეჟისორო პროექტს – სამხედრო დრამას ”Believe” და პაოლო სორენტოს სერიალის ” Il giovane papa” პირველ ორ სეზონს იხილავს ჯუდ ლოუს მონაწილეობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები