Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბელარუსთან ვაჭრობის მოცულობის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდა იგეგმება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსთან ვაჭრობის მოცულობის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდა იგეგმება

94

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის ვაჭრობის მოცულობის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენის გახსნაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს ქართველი და ბელარუსი ხალხის კიდევ უფრო დაახლოებას და სავაჭრო და ტურისტული საქმიანობის გაღრმავებას.

“ამ გამოფენის იდეა ჩაისახა 2015 წლის აპრილში, როდესაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო. ასეთი გამოფენები ხელს უწყობს ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას და ახალი იდეების დაბადებას ბიზნესის წრეების წარმომადგენლებს შორის. ასევე მისასალმებელია, რომ ამ გამოფენის პარალელურად ჩატარდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი, დადებითი დინამიკა ბევრი მიმართულებით, ეს არის ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ. დავისახეთ ამოცანა, რომ 2017 წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობა უნდა გავზარდოთ 200 მილიონ დოლარამდე და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები