ბათუმის სანაპიროზე მოქალაქეებმა ქარბორბალა დააფიქსირეს. ვიდეოს სოციალურ ქსელში ბიძინა კორძაია ავრცელებს. სინოპტიკოსები 2 ნოემბერს აჭარის სანაპიროზე 4-5-ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.
ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში ქუჩებიც დაიტბორა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ნარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი: წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
ძლიერი წვიმა და თოვლი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
https://www.facebook.com/itsBatumi/videos/461346424483705/