საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნა აუცილებლად გაგრძელდება.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ ძებნის ოპერაციაში დახმარებისთვის პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართა:
აუცილებლად გაგრძელდება ძებნა და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად, რაც შეუძლია ქვეყანას. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ პარტნიორებს დახმარებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“