LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ აღგზნებული გუნდი ყველაფერზე წამსვლელი იყო, 5 წუთში გადაწვავდნენ ქვეყანას”

32

“ეს აღგზნებული გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წამსვლელი იყო.  ქვეყანას დაანგრევდნენ 5 წუთში და გადაწვავდნენ, არ მივეცით, ამის საშუალება და ბოლოს ცდილობდნენ გაფორმებას იმისას, რომ აი, მშვიდობიანად გადააბარეს ხელისუფლება”,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა:

დღესაც შევახსენებ მაყურებელს, რობერტ სტურუა გაოცებული იყო, სამჯერ ამოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა, იცოდე, რომ უსისხლოდ ამათ ვერ გაუშვებო. ბოლოს კი მითხრა, შედეგით გაოგნებული ვარ, აი, რა მოხდა და რა მოახერხეთ. გარწმუნებთ, რომ გუნდის წევრებმა ბევრმა კიდევ არ იცის და არ შეუფასებიათ სწორედ,  რა მოხდა 2012 წლის არჩევნებში. მე ცოტა გვიან მინდა, ერთი 10 წლის შემდეგ, კიდევ დამატებითი შეფასება გავაკეთო, როგორი მენეჯმენტი მოვახერხე და გავაკეთე, როგორი ანალიზი. ეს აღგზნებული გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წამსვლელი იყო.  ქვეყანას დაანგრევდნენ 5 წუთში და გადაწვავდნენ, არ მივეცით, ამის საშუალება და ბოლოს ცდილობდნენ გაფორმებას იმისას, რომ აი, მშვიდობიანად გადააბარეს ხელისუფლება. კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ და მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო სწორედ ხელოვნება. მე ლიდერი ვიყავი სწორედ ამ გუნდის პროცესში და ესეც მაძლევს უფლებას, ჩვენს ამომრჩეველს შევახსენო, რომ მე კარგი როლი ვითამაშე ამ პროცესში. ესეც უმატებს ფასს ჩემ სიტყვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები