LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უცნაური 10 ადგილი – ფაქტები

14039
world-strange-places

შეიძლება ბევრს მოგზაურობთ, თუმცა, შეიძლება მსოფლიოს ულამაზესი და უცნაური რამდენიმე ადგილი ჯერ კიდევ არ გინახავთ. autoradio.ge -ს რუბრიკა ,,ფაქტები” გაგაცნობთ მსოფლიოს უცნაურ ადგილებს.

1) მიტოვებული ფსიქიატრიული სავადმყოფო – იტალია

ამ კლინიკაში მკურნალობდნენ შიზოფრენიით და ბიპოლარული აშლილობით დაავადებულ ადამიანებს. მდებარეობს იტალიაში, ქალაქ პარმაში.
ადგილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, თუმცა, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბრაზილიელი მხატვრისთვის ჰერბერტ ბიოგლიონესთვის, ის ამბობს რომ ასეთ ადგილებში მისთვის გაცილებით სასიამოვნოა მუშაობა.

2) თოჯინების კუნძული – მექსიკა

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და საშიშ კუნძულად თოჯინების კუნძული ითვლება. კუნძულის ისტორია გასული საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაშინ როდესაც ამ ადგილას მხოლოდ ერთი ადამიანი – დონ ხულიან სანტანა ცხოვრობდა. დიდი ხნის წინ მდინარეში პატარა გოგონა დაიხრჩო, კაცმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, თუმცა, გადაწყვიტა დაღუპული გოგონას სულის დასამშვიდებლად თოჯინა ხეზე მიება. ასე გაჩნდა ჯერ ერთი, შემდეგ რამდენიმე თოჯინა. 50 წლის განმავლობაში ხუანმა ათასობით თოჯინა შეაბა ხეს, სურათი ამაზრზენი და საშიშია, მაგრამ კუნძული დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, მეტიც 2010 წელს მექსიკის მთავრობამ კუნძულს რესტავრაცია ჩაუტარა.

3) ბნელი ხეივანი – ასე ეწოდება ადგილს, რომელიც 3 საუკუნის წინ სტიუარტების საგვარეულომ გახსნა. მდებარეობს ჩრდილოეთ ირლანდიის მახლობლად. მჭიდრო გადახლართული ტოტების გამო ადგილობრივებმა ხის გვირაბს Dark Hedges შეარქვეს.ეს ადგილი ახლა – გოლფ კლუბს წარმოადგენს.

4) წითელი სანაპირო – ჩინეთი

წითელი სანაპირო – მდებარეობს დოვას საგრაფოში. სანაპირო წითელი წყალმცენარეებით არის დაფარული. აღნიშნული სანაპირო მსოფლიოში ყველაზე ჭარბტენიან ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ადგილას დაახლოებით 250 სახეობის ფრინველი და 400 სახეობის ცხოველი ბინადრობს. სამწუხაროდ მათ შორის გადაშენების პირას მყოფი გვირგვინოსანი წეროები და ზღვის თოლიები არიან. უნიკალური ადგილმდებარეობის გამო წითელი სანაპირო 1988 წლიდან დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა . მიუხედავად იმისა რომ ,,წითელი სანაპიროს” დიდი ნაწილი დახურულია, მცირე ნაწილის დათვალიერება ტურისტებსთვის მაინც შესაძლებელია.

5) ჰობიტონი – ახალი ზელანდია

ერთ-ერთი ცნობილი ფილმი ,,ბეჭდების მბრძანებელი” ვიცით რომ უმეტესად ახალ ზელანდიაშია გადაღებული, მაგრამ შეიძლება არ ვიცით რომ სპეციალურად ფილმისთვის ააშენეს პატარა ადგილი, რომელსაც – ჰობიტონი ქვია. ადგილი იმდენად ლამაზი გამოვიდა რომ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ როგორც ტურისტული სანახაობა. ფილმმა ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ტურიზმის განვიათარებაზე.
რადგან ჰობიტონი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ტურისტებისთვის.

6) იელოუსტოუნის ეროვნული პარკი

ეს არის მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. დაარსდა 1872 წლის 1 მარტს. მდებარეობს უაიომინგის,მონტანის და აიდაჰოს შტატების ტერიტორიაზე. 1978 წლიდან პარკი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში
მდუღარე ტბა – ასე ეწოდება ტბას, რომელიც ამ პარკში მდებარეობს, ცნობილია მისი წითელი ნაპირებით და მინერალური წყლებით.

7) ბურტანჟის ციხე – ნიდერლანდები

ციხეს ვარსკვლავის ფორმა აქვს, მდებარეობს ნიდერლანდებში, აშენებულია ომის დროს როდესაც ქვეყანა ესპანეთის წინააღმდეგ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. ომის შემდეგ მიტოვებული იყო ახლა კი ხალხს ეკუთნის. თუ მის მონახულებას გადაწყვეტთ, ნამდვილად არ ინანებთ.

8) მსოფლიოს კიდევ ერთი გასაოცარი ადგილი, თურქეთში მდბარეობს და მას – პამუკალე ქვია ( ბამბის ციხესიმაგრე ) გასაოცარია და უცნაურია, იმიტომ რომ მთის ფერდობიდან მოედინება წყალი,რომელიც კირქვის ბუნებრივ ავზებს ქმნის.  მდებარეობს ეგეოსის რეგიონში. პამუკალეს სიგრძე 2700 სიმაღლე კი 160 მეტრი. ამ ადგილას თერმული წყლებით წარმოიქმნება თეთრი ტერასები რომელიც კალციუმითაა გაჯერებული.

9)ადამიანის ძვლებიათ აგებული სამლოცველო – პორტუგალია.

ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ადგილი მდებარეობს პორტუგალიაში. ეს არის სამლოცველო, რომელიც XVII საუკუნეში ააგეს.  შენობა აგებულია ადგილობრივი ბერის ძვლებისგან. ნაგებობა საკმაოდ ლამაზია, მაგრამ გაითვალისწინეთ თუ მოგზაურობისას ამ ადგილის მონახულებას გადაწყვეტთ, გარდა ძვლებით აგებული კედლებისა იქ დაგხვდებათ, ჩამოკიდებული ცხედრები, აქედან ერთი პატარა ბავშვს ეკუთვნის.

10) დაკიდებული კუბოები საგადაში (ფილიპინები)

არსებობს კიდევ ერთი ადგილი, რომელიც საკმაოდ უცნაურია. ეს ადგილი, ფილიპინების მთიან პროვინციაში, საგადას მუნიციპალიტეტია.
იქ ნახავთ კლდეებს, სადაც კუბოებია დაკიდებული. გარდაცვლილთა ახლობლებს სჯერათ, რომ ასე უფრო ახლოს იქნებიან მათი წინაპრები ღმერთთან. თუმცა ასევე არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ ამ გზით აკეთებენ მიწის ეკონომიას, რომელიც ისედაც მცირე რაოდენობით აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები