LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის საბჭო მოსამართლეების ე. წ. მოკლე სიას გამოაქვეყნებს – ვინ გადავა გასაუბრების ეტაპზე

129
საბჭო

უზენაესი სასამართლოს ერთი ვაკანსია და სავარაუდო კანდიდატები, ვისაც მოსამართლის პოზიცია სურს – იუსტიციის საბჭო დღევანდელ  სხდომაზე მოსამართელობის კანდიდატთა შემდგომ ეტაპზე გადაყვანას განიხილავს.

შეგახსენებთ, უზენაეს სასამართლოში ერთი ვაკანსიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოს ვალდებულება აქვს, გასაუბრებისთვის მინიმუმ სამი კანდიდატი შეარჩიოს.

ამ საკითხის გარდა, დღესვე იუსტიციის საბჭო იმ მოსამართლეთა კენჭისყრასაც გამართავს, რომლებსაც სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. 60-მდე ვაკანსიაზე 50-ზე მეტმა მოსამართლემ გამოთქვა სურვილი. მოსამართლეებმა გასაუბრება გასულ კვირას გაიარეს.

იუსტიციის საბჭოს სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.