აზარტული თამაშების წინააღმდეგ 1 ნოემბერს კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა. აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ დააორგანიზა. ბოლო პერიოდში დოლიძე ხშირად საუბრობს აზარტული თამაშების მავნებლობაზე, რის წინააღმდეგაც კამპანია დაიწყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ახალი სახალხო მოძრაობა დააფუძნა და განმარტა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემის მოგვარება იქნება.
„ყველას ვაფრთხილებთ! არავის მივცემთ ამ თემით მანიპულირების უფლებას“ - აზარტული თამაშების პრობლემა
"მთავრობაც და ყველა დაინტერესებული პირი აქეთ უნდა მოდიოდნენ ჩვენთან".
„ქვეყანაში აზარტული თამაშების ეპიდემიაა. ამ სენის გამო უამრავი ადამიანი იკლავს თავს!
ხელისუფლება კი დუმს. საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს მოსახელობას, არამედ ხელს უწყობს მათ ჩართვას აზარტულ თამაშებში.
გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა.
კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პირველ საჯარო შეკრებას იწყებს, სადაც გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები.
ერთად გამოვაღვიძოთ ხელისუფლება, რომ გაიგოს ხალხის ხმა.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პირველი არხის ოპერატორმა, 29 წლის სანდრო ბერაძემ აზარტული თამაშებზე დამოკიდებულების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ანა დოლიძე აღნიშნულ ფაქტს ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა და “ქართულ ოცნებას” სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა,
„ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენის მხრივ კი გავერთიანდეთ და ხმა ამოვიღოთ აზარტული თამაშების უბედურების წინააღმდეგ. შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა ამ ჭირს. ქართული ოცნება / Georgian Dream სასწრაფოდ დადეთ კანონმდებლობა”, – დაწერა ანა დოლიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
საკანონმდებლო პაკეტს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ანა დოლიძე პარლამენტის კომიტეტის წევრებს მიმართავს და პროცესებში ჩართვას სთხოვს.