LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს” ცნობილი პოლონელი რეჟისორი პაველ პავლიკოვსკი ესტუმრება

275
sofo-chkonia-news

მერსედეს ბენცის მოდის კვირეული თბილისში 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. მოდის კვირეულზე მხოლოდ ქართველი დიზაინერების კოლექციების ნახვა არ იქნება შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოება იხილავს 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს, საინტერესო შეხვედრები იგეგმება კინოდოკუმენტალისტ ტომას ოკსასთან, ცნობილ პოლონელ რეჟისორთან, პაველ პავლიკოვსკისთან („ცივი ომი“, „ქალი მეხუთე ოლქიდან“, „ჩემი სიყვარულის ზაფხული“, „იდა“), გაიმართება ფოტოგრაფიაში ახალი გამომსახველობითი ხერხების ოსტატის, ჯონათან ჰალამის მარტინ მარჯიელასადმი მიძღვნილი გამოფენა, ასევე ვირჯილ აბლოს პროტეჟედ აღიარებული ახალგაზრდა დიზაინერის, სამუელ როსის გამოფენა…

როგორც ყოველთვის, ახლაც, ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროშ მოღვაწე კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და რედაქტორები ეწვევიან.

მერსედეს ბენცის მოდის კვირეული თბილისში მეათედ იმართება. ეს სეზონი იმითაც იქნება გამორჩეული, რომ მისმა ორგანიზატორმა, სოფო ჭყონიამ გააფორმა მემორანდუმი გაეროს სქესოებრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ორგანიზაციის საქართველოს ოფისს შორის. მემორანდუმს დღეს პრესკონფერენციაზე „სტამბაში“ მოეწერა ხელი.

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი:

დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ახალი სოციალური ინციიატივის შესახებ. ჩვენ ვქმნით ახალ პლატფორმას საზოგადოებრივი და საჯარო საუბრებისთვის სახელწოდებით Yes. ეს გახლავთ აბრევიატურა, რაც შემდეგნაირად იშიფრება You Empower Society (შენ აძლიერებ საზოგადოებას). ის, ძირითადად იქნება მიმართული ისეთი საკითხების წარმოსაჩენად, რომლებიც ქალებისა და გოგონების წინაშე ახალ გამოწვევებს აყენებს. პლატფორმა თავის თემატურ არეალს გაშლის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ. ეს პლატფორმა საშუალებას მისცემს, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ხელოვანებს, აქტივისტებს, საზოგადოების პოპულარულ სახეებს, ყველას, ვისთვისაც თანასწორობის იდეა მნიშვნელოვანია და ვინც მიიჩნევს, რომმ ქალებისა და გოგონების გაძლიერებას ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყნის განვითარებისთვის, უფრო აქტიურად ჩაერთონ ამ თემების წინ წამოწევაში. მივიჩნევთ, რომ ასეთი ღია საუბრის წამოწყებით შევძლებთ, მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ეს საკითხები და მივცეთ ბიძგი დადებით ცვლილებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

სოფო ჭყონია, მერსედეს ბენცის მოდის კვირეული თბილისში, ორგანიზატორი:

მეათე სეზონი ჩატარდება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ცოტა უჩვეულო სივრცე შევარჩიეთ, რადგან ვცდილობთ, ყველა სეზონი განსხვავებული იყოს.

წინა სეზონებისგან განსხვავებით, დავამატეთ ერთი დღე და ექვსი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. „ბიკემბერგსის“ კრეატიული დირექტორი ჩამოდის საქართველოში და შეხვედრას გამართავს. გვყავს ჩვენთვის უჩვეულო სტუმარი, პაელ პავლიკოვსკი. ვაერთიანებთ ხელოვნების რამდენიმე დარგს და ამ სეზონზე გვექნება ერთგვარი პრეზენტაცია იმისა, თუ რა გველოდება მაისში.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები