ჯანი ინფანტინო: „დღეში ასჯერ ვნანობ ფიფას პრეზიდენტის პოსტზე არჩევნები რომ მოვიგე“.
მიუხედავად ამისა, გადადგომას არ აპირებს.
„დღეში ასჯერ მაინც ვნანობ. მაგრამ ამასთანავე ყოველდღიურად ათასჯერ მიხარია ის ახალი ამოცანები, რაც ჩვენ წინაშე დგას. ეს ხომ უდიდესი პატივია იმუშაო 500 შესანიშნავ კოლეგასთან ერთად, რომლებიც შეპყრობილები არიან ფეხბურთით და სურთ მისთვის მთელი მსოფლიოს მასთაბით რაიმე გააკეთონ“, – წერს ინფანტინოს გაორებულ განცდებს Blick.
ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად თებერვალში აირჩიეს, მეორე ტურში მან 207 შესაძლებლობიდან 115 ხმა მიიღო.
იტალიელმა ამ უმსხვილესი ორგანიზაციის თავკაცის პოსტზე იძულებით წასული ზეპ ბლატერი შეცვალა.