LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკის ფესტივალზე ქართველმა მომღერალმა გაიმარჯვა

885
b06064c5d9a037ded8543ce9ff392c18

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში ყოველწლიურ ფესტივალზე ქართველმა თამუნა ლილუაშვილმა გაიმარჯვა. ახალგაზრდა მომღერალი “ნიუ-იორკის მარგალიტი 2019”-ის პირველი ადგილის და გრან-პრის მფლობელი გახდა. მან აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე მოიპოვა იტალიისა და ლატვიის საგზურები.

თამუნა ლილუაშვილი ზუგდიდელი ახალგაზრდა მომღერალია, რომელიც  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია „რიბირაბოს“ ანსამბლ “გინცის” სოლისტია.

ის ქართული მუსიკალური პროექტების მონაწილე კონკურსანტია.  მონაწილეობდა „X ფაქტორში“.

თამუნა ლილუაშვილმა გასულ წელს აშშ-ში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში Golden Dream გაიმარჯვა და მაშინაც გრან-პრის მფლობელი გახდა.

2019 წლის ივლისში კი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში World Championships of Performing Arts – WCOPA საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები