კიდევ ერთი უბედური შემთხვევა, რომელიც ორი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა. ავტოავარია გორთან მოხდა, სადაც დასავლეთ საქართველოდან მომავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის დამცავ ბეტონს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მანქანა საშუალო სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა მათთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ის მოულოდნელად გზიდან გადავიდა რა დროსაც მოხდა შეჯახება.
ავარიის შედეგად დაღუპულების გარდა, არიან დაშავებულებიც. ადგილზევე მოხდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახებაც, რომლებმაც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს დაშავებულები.
დაშავებულთა შორის არის მძღოლი, რომელიც აღნიშნულ მანქანას მართავდა.
ექიმის განცხადებით, ერთ პაციენტს ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება, მეორეს კი – ტრავმული დაზიანებები. ავტომანქანაში მყოფი პირები ნათესავები არიან.
ქობულეთში ავარიას 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა (ფოტო)