ნათია ლაზაშვილი „კურიერის“ წამყვანად აღარ ჩანს. 9-საათიანი „კურიერის“ წამყვანად ის ექტემბერში დაბრუნდა, ოქტომბრის ბოლოს კი ეკრანზე აღარ ჩანს. მისი ადგილი ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ დაიკავა, რომელიც ამჟაამად უძღვება „რუსთავი 2“-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.
ნათია ლაზაშვილი კი აშშ-ში გაემგზავრა დასასვენებლად. მან ლოს-ანჯელესში და ნიუ იორკში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
როგორც ამბობენ, ნათია ლაზაშვილმა „კურიერი“ დაბალი რეიტინგის გამო დატოვა და ეკრანზე დაბრუნებას აღარ გეგმავს, თუმცა თავად ტელეწამყვანი ინტერვიუს შეთავაზებას ჯერჯერობით უარით პასუხობს, შესაბამისად, უცნობია, დაუბრუნდება თუ არა ტელევიზიას ამერიკული არდადეგების შემდეგ.